შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ახალქალაქის 4 მაცხოვრებელმა წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1220 საბრძოლო ვაზნა, 14 ცალი ყუმბარმტყორცნი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. სულ ჩაბარებულია: „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, სხვადასხვა ტიპის 1220 ვაზნა, 4 ჭურვი, 44 ამფეთქი კაფსულა, სხვადასხვა ტიპის 8 ხელყუმბარა, „ერ-პე-გე“-ს ტიპის 14 ყუმბარმტყორცნი, ნაღმმტყორცნის 3 ნაღმი, 3 სასიგნალო რაკეტა, ტყვიამფრქვევის დასადგამი 3 ფეხი, ნაღმის 2 კაფსულა და „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). სინქრონი: ახალქალაქის მაცხოვრებლებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1220 საბრძოლო ვაზნა, 14 ცალი ყუმბარმტყორცნი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.