საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. იუზას ოლეკასმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე, იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და ლიტვის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
საქართველოში ლიტვის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.