ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, მინისტრის ნათესავი და პარალელურად, სტომატოლოგი(VIDEO

ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, მინისტრის ნათესავი და პარალელურად, სტომატოლოგი(VIDEO

მაია გვენეტაძე ექიმი-სტომატოლოგია და ერთერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს, თუმცა, მასთან მიღებაზე მხოლოდ შაბათ-კვირას თუ მოხვდებით: სხვა დღეებში ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობს, მინისტრის მრჩევლად. გვენეტაძე მინისტრ შავლიაშვილის ნათესავია.

როგორც ტვ "მაესტროს" გვენეტაძემ განუცხადა, მის მოვალეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობა შედის. ის ამბობს, რომ მინისტრს აძლევს რჩევებს შიდა (თანამშრომლებთან ურთიერთობის) და გარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. მისი თქმით, ექიმია, უამრავ ადამიანთან ჰქონია შეხება და ეს სფერო მისთვის უცხო არ არის.

რაც შეეხება მინისტრს, ის არ უარყოფს, რომ გვენეტაძე მისი და მისი ოჯახის მეგობარია, თუმცა, ამბობს, რომ გვენეტაძე სტომატოლოგად კი არ მუშაობს, არამედ კლინიკის მფლობელია, რასაც კანონი საჯარო მოხელეს არ უკრძალავს. ჟურნალისტის რეპლიკაზე: "მე თავად ჩამწერეს მასთან მიღებაზე შაბათს", მინისტრი პასუხობს: "ვნახოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქ არ მუშაობს".