„რეპორტიორს“ დაუკავშირდა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, რომელიც აცხადებს, რომ „მაესტროს“ ეთერში მას არ მისცეს საშუალება ფესტივალ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით ინფორმაცია სრულად გაეჟღერებინა. როგორც მამა ალექსანდრე ამბობს, ვიდეო, რომელიც ტელეკომპანიაში მიიტანა, ეთერში არ გაუშვეს.
მამა ალექსანდრე ასევე საუბრობს პრობლემებზე, რომელიც ეთერში ყოფნისას შეექმნა. დეკანოზის განმარტებით, ის ვერ ხედავდა, ვის ესაუბრებოდა და არც ხმა ესმოდა სათანადოდ.
„ჩართვის დროს ისეთ ოთახში დამსვეს, სადაც ჩემს წინ ტელევიზორი ჩართული იყო და კომედი შოუ-გადიოდა. მეორე ეკრანს, სადაც უნდა დამენახა, ვინ მესაუბრებოდა, კედლის სვეტი ეფარებოდა და არ ვიცოდი, ვისთან ვსაუბრობდი. ეს ჰგავდა საგანგებოდ მოწყობილ ადგილს, სადაც ეკლესიის დისკრედიტაცია უნდა მომხდარიყო! მე არ მომეცა საშუალება კაზანტიპის ბნელ მხარეებზე მესაუბრა. ვიდეო, რომელიც მივიტანე, რათა გამემყარებინა ჩემი სიტყვები კაზანტიპის ნეგატიურ მხარეზე, თუ რამდენად გარყვნილ ფესტივალზეა საუბარი, ეთერში არ გაუშვეს. შესაბამისად, სრული სურათის ნახვა არ მოხერხდა. ეს ვიდეო არ არის არცერთ საიტზე ატვირთული, რადგან ცენზურა მე დავადებინე. ამ ვიდეოში ჩანს, რომ კაზანტიპზე ღიად და ყველას დასანახად ხდება ამორალური ქმედებები.
გარდა ამისა, მაესტროს ეთერში არ მომეცა დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალებაც. ეს ჰგავდა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“. თუ სიმართლის, ორივე მხარის გაშუქება უნდათ, მაშინ ვიდეოც უნდა გასულიყო ეთერში. მხოლოდ ერთ წუთიან ვიდეოზეა საუბარი...“ - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „რეპორტიორთან“ საუბარში.
დეკანოზმა ალექსანდრემ „რეპორტიორს“ მიაწოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაც, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა. აღნიშნულ დასკვნას „რეპორტიორი“ გთავაზობთ: