112-ს აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრა

112-ს აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრა

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა დაათვალიერა. ცენტრის მუშაობის სპეციფიკა  ელჩს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა გააცნო.
რიჩარდ ნორლანდისა და გიორგი ბიჭაშვილის შეხვედრის მთავარი თემები 112-ის სამომავლო პროექტების განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და 911-ის გამოცდილების გაზიარების საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრაზე 112-ის წარმომადგენლებმა რიჩარდ ნორლანდს ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
დელეგატებმა 112-ის ქოლ ცენტრი დაათვალიერეს და დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. რიჩარდ ნორლანდი ოპერატორების მუშაობის პირობებითაც დაინტერესდა. ყურადღება გამახვილდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს 112-ის დირექტორმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.