ის ვინც ივანიშვილს და GLOBAL TV-ს ებრძოდა დღეს აჭარის მთავარი პროკურორია (VIDEO)

ის ვინც ივანიშვილს და GLOBAL TV-ს ებრძოდა დღეს აჭარის მთავარი პროკურორია (VIDEO)

,,გლობალ ტვ-ის“ ანტენების გახმაურებულ საქმეში, როცა 2012 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდომლობა დააკმაყოფილა და ,,გლობალ-ტვ-ის“ ანტენები დააყადაღა, ბრალმდებელ მხარეს აჭარის მთავარი პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი წარმოადგენდა.
 
აღნიშნულ საქმეზე „გლობალ ტვ“-ის ადვოკატი მაშინ ალექსანდრე ბარამიძე იყო, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.
 
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში სატელიტური ანტენების დაყადაღებას და პროკურატურის მოთხოვნას, რომელსაც შოთა ტყეშელაშვილი ახმოვანებდა, უკანონოს უწოდებდა, თუმცა მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა იგივე შოთა ტყეშელაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით, აჭარის მთავარ პროკურორად დანიშნა.
 
ადვოკატი რამინ პაპიძე მომხდარს ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის გარიგებად აფასებს.
 
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ სატელიტური ანტენების მოქალაქეებისთვის უფასოდ დარიგების საქმეზე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და 63 მილიონ 110 ათას 95 ლარი ჯარიმა დააკისრა. დავალიანების დროულად გადაუხდელობის გამო კი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის საკუთრებად მიჩნეული “ქართუ ჯგუფი” და 21 %–იანი წილი “პროგრეს ბანკში” დააყადაღა და გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.