პარიზის აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძის რამდენიმე საათიანი დაკავება ისევ ყურადღების ცენტრშია.
მომხდართან დაკავშირებით უამრავი ვერსია ვრცელდება. „ახალ თაობას“ „ქართულ პარტიასთან“ დაახლოებულმა პირმა საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, გაჩეჩილაძე ფრანგი ჟანდარმებისგან „აირზენას“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა იხსნა. არადა აეროპორტში ჟანდარმები გაჩეჩილაძეს სწორედ „აირზენას“ ეკიპაჟის შეტყობინების საფუძველზე ელოდნენ.
ყველამ იცის, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ფრენის დროს ცოტათი იცელქა. თვითმფრინავში დებოში მოაწყო და ამის გამო დააკავეს კიდევაც. მასთან ერთად იმყოფებოდა ეროსი კიწმარიშვილი. რომელიც თამაზ გაიაშვილის მეგობარი ყოფილა.
სწორედ კიწმარიშვილმა დაურეკა გაიაშვილს და სთხოვა იქნებ გვიშველოო. მანაც თავის მფრინავებს დაურეკა და სთხოვა, ოქმში გაჩეჩილაძის ანცობაზე არაფერი ჩაეწერათ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რეისს სადაც გაჩეჩილაძემ იცელქა უკრაინული ეკიპაჟი ასრულებდა.
მათ ჩვენებაში ოპოზიციის ლიდერზე ცუდი აღარაფერი ჩაწერეს. შედეგად გაჩეჩილაძეც გამოუშვეს. მისი ჩარევა, რომ არა ოპოზიციის ლიდერს ჟანდარმერიაში ერთი ღამის გატარება მაინც მოუწევდა.