ბრიტანელი შემსრულებლის სტინგის კონცერტი თბილისში ჩაიშალა. როგორც კონცერტის ორგანიზატორი კომპანია ”ისთერნ პრომოუშენი” განმარტავს, კონცერტის ჩაშლის მიზეზი ის თანხა გახდა, რომელიც სტინგის პროდიუსერებმა ქართული მხარისგან მოითხოვეს.
აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში მომღერალს საქართველოში კონცერტი 13 ნოემბერს უნდა გაემართა.
„კონცერტის გადადების მიზეზი ფინანსური პრობლემებია. პროდიუსერები ძალიან დიდ ჰონორარს ითხოვდნენ, თან სტინგის 150 მუსიკოსით დაკომპლექტებული ორკესტრის განთავსება ძალიან დიდ თანხებს მოითხოვდა.
თუ სტინგს მოვიწვევდით, კონცერტის ორგანიზატორები იძულებული ვიქნებოდით, კონცერტზე დასასწრებ ბილეთზე მაღალი ფასი დაგვედო. ამიტომაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, სტინგი თბილისში არ მოგვეწვია“, - აცხადებს კახა კანდელაკი.
აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში სტინგის კონცერტი თბილისში ჩაიშალა, სამაგიეროდ, ვარსკვლავი მინსკსა და პრაღაში იმღერებს.