ინტერნეტ-სივრცეში ახალი სექს-სკანდალი აგორდა. ის ელვის სისწრაფით გავრცელდა.
ამ ჭორის გმირები ლიონელ მესი, გაბრიელ მილიტო, მარტინ პალერმო და დიეგო არიან. მათ არგენტინაში ალკო და სექს-წვეულება გამართეს. წვეულების მშვენება არგენტინელი სექს-სიმბოლო, ხოანა გონსალესი იყო.
ინტერნეტში გავრცელებული მითქმამოთქმის შემდეგ, იგი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მიიწვიეს და ამ ამბის შესახებ ალაპარაკეს. ხოანას მონაყოლი საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარი იყო, რაც ხშირად დამსწრეთა სიცილს იწვევდა.
გონსალესის თქმით, ის ნამდვილად ერთობოდა ბიჭებთან ერთად, რომელთაგან ერთი მესი, ხოლო დანარჩენები მისი ძმა და ბიძაშვილი უნდა ყოფილიყვნენ.
წამყვანის კითხვაზე, განმარტოვდა თუ არა იგი ლეოსთან ერთად სადმე, ხოანამ ბუნდოვანი პასუხი გასცა. მისი სიტყვების საფუძველზე წამყვანმა დაასკვნა, რომ გოგონა იყო ლეოსთან ერთად, თუმცა, მასთან ერთად ლოგინში არ დაწოლილა.