შსს-ს სამცხე ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე ერთი წელია მონაწილეობს და სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებს.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.