გიორგი თარგამაძე - თანამდებობის გარეშე?

გიორგი თარგამაძე - თანამდებობის გარეშე?

საპარლამენტო უმცირესობა შესაძლოა დაიშალოს. კულუარული ინფორმაციით, უმცირესობის შემადგენლობა შესაძლოა გია თორთლაძის ფრაქცია- ”ძლიერმა საქართველომ” დატოვოს.

გია თორთლაძე დღეს პარლამენტში არ გამოჩენილა და მისი პოზიცია უცნობია - ტოვებს თუ არა მისი ფრაქცია უმცირესობას. უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე კი უმცირესობის დაშლის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს. თარგამაძის თქმით, მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და არარსებული თემის ტირაჟირება არ სურს.

საპარლამენტო უმცირესობაში ამჯამად ორი ფრაქციაა: ”ქრისტიან-დემოკრატები” და ფრაქცია ”ძლიერი საქართველო”, ერთი ფრაქციის გასვლის შემთხვევაში, უმცირესობის დაშლა გარდაუვალია.