„სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილისა და მისი ცოლისძმის, თამაზ ფანჩულიძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ბათიაშვილი მეუღლე მაია ბათიაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე ტყვეობაში იმყოფება და გამოთქვამს ეჭვს, რომ „ალბათ ირაკლი ბათიაშვილის მონაწილეობით რაღაც შოუს დადგმა იგეგმება".
„ირაკლის მონაწილეობით შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემ. იგი ტყვეობაში იმყოფება. დადასტურებული ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მივიღე, იგი მოდულის შენობაში ჰყავდათ. ამჟამად მეუბნებიან, რომ ის იქ არ არის", - აცხადებს მაია ბათიაშვილი და არც იმას გამორიცხავს, რომ თავდაპირველად მოდულის შენობაში მიყვანილი ირაკლი ბათიაშვილი შემდეგ უკვე სხვა ადგილზე გადაიყვანეს.
„ალბათ, მზადდება პროვოკაცია, ჩვენთან სახლში რეკავენ უცნობი ადამიანები, პროვოკაციულ კითხვებს სვამენ და ამბობენ, რომ სადღაც ქუჩაში ნახეს. ათას რაღაცას ამბობენ და ეს სრულ საფუძველს მაძლევს, ვიფიქრო, რომ ირაკლის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდება", - აცხადებს მაია ბათიაშვილი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბარში.