ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ეისიდ ბარის” დახურვის ოფიციალურ მიზეზად პარკირების პრობლემა სახელდება.
მფლობელები აცხადებენ, რომ მომხმარებელს ბართან მისვლა არ უხერხდებოდა, ტერიტორიას პარკირებისთვის ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები იყენებენ, რიგითი გამვლელისთვის მანქანის დასაყენებელი ადგილი კი აღარ რჩებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბარი „კალა ჯგუფს” ეკუთვნის. „კალა ჯგუფი” სულ 5 სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს, მათ შორის „კა გე ბეს,“ „19“-ს და სხვას.
ვერ გეტყვით, რამდენად არის სიმართლესთან ახლოს ბარის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა იმის აღნიშვნა ნამდვილად ღირს, რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა კახა კალაძის პოლიტიკურ გააქტიურებას.