შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული ზარინა ა. ბათუმში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2012 წლის 7 დეკემბერს, ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 1988 წელს დაბადებული, ბარგიგულ რ. ჩამოიყვანა. ზარინა ა-მ მას პასპორტი ჩამოართვა, თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა, შანტაჟით, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით, პროსტიტუციაში იძულებით ჩააბა და ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა. გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143პრიმა მუხლის პირველი ნაწილით).