თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ ფეხბურთელი დამნაშავედ ცნო ქურდული სამყაროს წევრობაში.
საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ე.წ. "მაზავშიკებთან" მოგებულ თანხებს.
სამართალდამცავთა ცნობით, თანხების ამოღებასა და გადანაწილებაში მოგებულებს ქურდული ტრადიციების მიმდევარი ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის ნაწილი ქურდულ "ობშჩიაკში" იყრიდა თავს.
დავით გაგნიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ფეიქრიშვილმა კი დანაშაული აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს.