შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელ ილიანა დერილოვას  და IOM-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლორა ტომპსონს შეხვდა.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, შსს-ს მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. მინისტრის მოადგილე სტუმრებს მიგრაციის მშენებარე ცენტრის შესახებ ესაუბრა , რომლის მშენებლობა სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურ დახმარებას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის მართვის, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში.