ირაკლი კობახიძე: კახეთში, ისევე როგორც ყველა რეგიონში, გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად 8-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას

ირაკლი კობახიძე: კახეთში, ისევე როგორც ყველა რეგიონში, გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად 8-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას

ისევე როგორც ყველა რეგიონში, კახეთში გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად 8-ვე მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დააკომპლექტებს უმრავლესობას.

„„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს 8-ვე მუნიციპალიტეტში. ზოგ მუნიციპალიტეტში უკვე მოგებული აქვთ, ესეც ცალკე თემაა. 8-დან თუ არ ვცდები 4 მუნიციპალიტეტია კახეთში, სადაც წინასწარ აქვს მოგებული ჩვენს მერობის კანდიდატს და დანარჩენ 4-ში პირველ ტურში მოვიგებთ ძალიან დიდი ანგარიშით. ასევე, ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას,"- განაცხადა პრემიერმა.