რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, რამდენიმე უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოსთან“ ერთად გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან გავიდა. მათ პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ ისინი უარს ამბობდნენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და დადგნენ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გზაზე, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ყველას შევახსენებ, რომ ერთადერთი გზა, სახელისუფლებო მანდატის მოპოვებისა, ეს არის არჩევნები და ამ ჯგუფებმა [პარტიები და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“] განაცხადეს, რომ ისინი გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ. ზუსტად ეს არის გაცხადება დამხობასთან დაკავშირებით. ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ვინც ე.წ. დამხობის ტერმინს აკნინებს ან მხარს უჭერს ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ და დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შეხვედრებს აორგანიზებს, ყველა ახალისებს ძალადობრივ პროცესებს. ამიტომ, ფაქტია, რომ მათ არანაირი სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ.
ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და „ენჯეო“, ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.