გერმანიაში ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური გაერთიანებაა.
მას მხარს გერმანელთა 27% უჭერს. ეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა პარტიამ წინა გამოკითხვასთან შედარების თავისი რეიტინგი 2%-ით გაიუმჯობესა.
მეორე ადგილზე პოპულარობით არის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიცია. მას მხარს 26% უჭერს. მესამე ადგილზე მერცის კოალიციის პარტნიორი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია 15%-ით.
ონლაინ-გამოკითხვა 12 - 15 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2057 ადამიანმა მიიღო.