ისრაელმა სამხედრო დარტყმა ყატარის დედაქალაქ დოჰაზე მაშინ განახორციელა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ღაზაში, სარაკეტო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. შტაბ-ბინაში იმყოფებოდნენ უცხოური ფრთის ლიდერი ხალედ მეშალი, ღაზას სექტორში მოძრაობის ხელმძღვანელი ხალილ ალ-ჰაია, ორგანიზაციის დასავლეთ სანაპიროს ფრაქციის ხელმძღვანელი ზაჰირ ჯაბარი და ჰამასის საბჭოს ხელმძღვანელი მოჰამედ დარვიში. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ხალედ მეშალი და ხალილ ალ-ჰაიას ვაჟი ჰუმამი, დაიღუპნენ.
ჯერჯერობით, მოძრაობის ლიდერების გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ცნობილია, რომ ამ თავდასხმის სამიზნე ჰამასის ხელმძღვანელობა იყო და ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა ამ გზით გაამართლეს. თუმცა, ყატარმა ინციდენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
ისრაელმა ყატარის ტერიტორიას ისტორიაში პირველად შეუტია. ოპერაცია ისრაელის უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დაწყებამდე, გამოყენებულ იქნა მაღალი სიზუსტის იარაღები, რათა სამოქალაქო მოსახლეობას მინიმალური ზიანი მისდგომოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპერაცია თავის თავზე აიღო: „ეს იყო ოპერაცია, რომელსაც მართავდა და სრულად განახორციელა ისრაელმა“, - თქვა ნეთანიაჰუმ. ინციდენტს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა: „ეს გადაწყვეტილება ნეთანიაჰუმ მიიღოდა არა - მე“.
ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ ეს ოპერაცია, 8 სექტემბრის ღამით, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის პასუხი იყო, როდესაც ებრაელი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდნენ. 8 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ყატარი სხვადასხვა საკამათო საკითხისა და კონფლიქტის გადაჭრის შესახებ დისკუსიების მასპინძელია. ის ასევე ითვლება ახლო აღმოსავლეთში, შეერთებული შტატების უახლოეს მოკავშირედ. თუმცა, ათწლეულზე მეტია, ყატარი თავშესაფარს აძლევს „ჰამასის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ვაშინგტონთან ერთად, ღაზაში, ომის მშვიდობიან მოგვარებას შუამავლობს. ეს არაბული ქვეყანა ასევე უპირატესობას ანიჭებს სამხედრო თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან. 2025 წლის 15 მაისს, დონალდ ტრამპის რეგიონში ვიზიტის დროს, მხარეებმა ხელი მოაწერეს 1.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმებას. შეერთებული შტატები და ყატარი 38 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო კავშირებსა და პოტენციურ ინვესტიციებზე შეთანხმდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ისრაელი უფრო ახლოსაა შეერთებულ შტატებთან, ვიდრე ყატარი. ამიტომ, ვაშინგტონისთვის ისრაელის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელმა შეიძლება ომში გაიმარჯვოს, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში ვერ გაიმარჯვებს, რადგან ომის გაჭიანურება პრობლემას უქმნის შეერთებული შტატების რეგიონულ და გლობალურ პრესტიჟსაც. არსებულ ვითარებაში, ისრაელის მთავარი მიზანია, ღაზას სექტორის სრულად კონტროლი, „ჰამასის“ გარეშე. ამ მხრივ, ებრაული სახელმწიფოს მთავრობა მოითხოვს „ჰამასის“ განიარაღებას, ღაზას ზოლის დემილიტარიზაციას და რეგიონში მმართველობის სტრუქტურის შექმნას, პალესტინის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.
გარდა ამისა, მისი მთავარი მიზანია, შეიარაღებული დაჯგუფებებისა და მათი ლიდერების ნეიტრალიზება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან „ჰამასისა“ და ისრაელის უსაფრთხოებას.
წყარო: https://report.az/analitika/israilin-dohada-hemas-emeliyyati-istifade-muddeti-biten-herekat-serh