რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის 13 დასახლებულ პუნქტზე 474 იერიში მიიტანა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ივან ფიოდოროვი ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, ხოლო კიდევ ერთმა ქალმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

როგორც ფიოდოროვი წერს, 336 უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ქალაქ ზაპოროჟიეს და ვესელიანკის, პრიმორსკოეს, პლავნიეს, გულიაიპოლეს, ორეხოვოს, უსპენოვკას, შჩერბაკის, ნოვოდანილოვკის, ნოვოანდრეევკის, მალაია ტოკმაჩკას, ვოლშებნოესა და კრასნოეს დასახლებულ პუნქტებს.

დაბომბვის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბინების, სახლებისა და შინამეურნეობის დაზიანების შესახებ 17 შეტყობინება შევიდა.