ლევან მახაშვილი: ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სამსახურებს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, გმირულად იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს

ლევან მახაშვილი: ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სამსახურებს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, გმირულად იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, აქციაზე დააკავეს ადამიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად უსაფრთხოების სამსახურებს, სუს-ის ქოლგის ქვეშ და სხვა უწყებებთან ერთიანობაში რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, გმირულად იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს“, - აცხადებს მახაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.