გურამ მაჭარაშვილი: ახლა რატომ აქვთ რადიკალებს პრეტენზია შანხაის ფორუმზე ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით?

გურამ მაჭარაშვილი: ახლა რატომ აქვთ რადიკალებს პრეტენზია შანხაის ფორუმზე ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით?

პარტია ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი შანხაის სამიტზე საქართველოს არ ყოფნასა და რადიკალების მხრიდან ამ საკითხით სპეკულირებას მედიასთან ეხმიანება.

დღევანდელი მათი პრეტენზია თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებსა და პრეტენზიებში აირია.

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას რადიკალების აღშფოთება მოჰყვა, ახლა კი შანხაის სამიტში მონაწილეობა სურთ.

პრაქტიკულად ერთმანეთში აურიეს თავიანთი მოთხოვნებიც და პრეტენზიებიც. დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, მათ [რადიკალურმა ოპოზიციამ] ატეხეს ამბავი - კომუნისტურ ჩინეთთან და დიქტატორ სი ძინპინთამ როგორ გააფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულებაო. დღევანდელი მათი პრეტენზია თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან. ჭრელო პეპელას ეფექტია - ნურც გაფრინდები, ნურც - მოფრინდები. თუ სტრატეგიული ხელშეკრულება არ უნდათ, ახლა რატომ აქვთ პრეტენზია ჩინეთში ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით და თუ ჩინეთთან უნდათ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რატომ საყვედურობენ ხელისუფლებას სტრატეგიული ხელშეკრულება რომ გააფორმა ჩინეთთან. ეს ის მარტივი კითხვებია, რომელზე პასუხიც არ აქვს ოპოზიციას,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კანუდოსელი ქართველ ხალხს, ვისაც ეს ქვეყანა ტკივა და აწუხებს, აინტერესებს რატომ არ მიდის ხელისუფლება აღლუმზე, რომელიც ორ დღეში გაიმართება. აღლუმი ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროა მილიტარისტული იაპონიის დამარცხებას. ოპოზიცია, ხაბე და ლიბერასტები არ სვამენ აქ კითხვას, კითხვას სვამს ხელისუფლების გულშემატკივარი ხალხი, რომელიც ჩინეთს უყურებდა იმედის სხივად, რომ ეს ქვეყანა თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებდა ბოლოსდაბოლოს.
3 საათის უკან