კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

კიევში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ღამით მომხდარი რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა“, - დაწერა კლიმენკომ.

მისივე განცხადებით, დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი. ისინი 2, 14 და 17 წლის იყვნენ. კლიმენკოს თქმით, კიდევ ათ ადამიანს ეძებენ.

ცნობისთვის, რუსეთმა გვიან ღამით კიევზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა. რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმისთვის გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ, მოგვიანებით გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.