აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს რუსებმა უკრაინას ყირიმი წაართვეს, ხოლო ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს - საქართველოს დიდი ნაწილი.
„ობამას დროს მათ ყირიმი აიღეს, ბუშის დროს კი - საქართველოს დიდი ნაწილი. ასეა. მე რა წამართვეს? არაფერი წამართვეს. არაფერი. როცა მოვედი, ვნახე, ყველაფერი ბობოქრობდა. მგონი, საქმე მესამე მსოფლიო ომამდე მიდიოდა“, - განაცხადა ტრამპმა.