ლევან მახაშვილი: ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშები

ლევან მახაშვილი: ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშები

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშები, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას.

სულ ცოტა ღიმილისმომგვრელია, როდესაც მსგავსი ტიპის შეფასებებს აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც, თუნდაც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებსა და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნებისა და ხელისუფლების გაშავებით, საქართველოს იმიჯის დაზიანებით. ამ ადამიანებისგან არაფერი გვიკვირს. პირიქით, ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ ამ ადამიანებმა, ნაცვლად დეზინფორმაციისა და ტყუილის გავრცელებისა, ისაუბრონ მხოლოდ ფაქტებით და რეალური ინფორმაციებით. ამ მომენტში, მათი მთავარი მიზანია, მოკლევადიანად მოახდინონ საქართველოს დაზიანება და ამით წაეშველონ ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51-მა დეპუტატმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველო თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.