სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ვწერდი, თუ „დიფ სთეითი“ და მის ევროპელი წარმომდგენლები, ტრამპ - პუტინის შეხვედრის შემდეგ ნახავენ რომ მათ მარცხი გარდაუვალია, აუცილებლად საქართველოსკენ წამოწევდნენ თავიანთ ძალისხმევას. როგორც არ უნდა დამთავრდეს ტრამპ - ზელენსკის დღევანდელი შეხვედრა „დიფ სთეითისთვის“ საქართველო დღის წესრიგში რჩება. თუ ზელენსკი რუსეთ - ამერიკის პირობებს დათანხმდა, ხომ დარჩნენ ევროპელი უკრაინის პრეზიდენტის ხელისმომკიდეები ყურებჩამოყრილი, ხოლო თუ არ დათანხმდა მაშინ ამერიკელების გარეშე მოუწევთ რუსეთთან ომის გაგრძელება, რაც არ უნდა იყელყელაონ ეს ადვილი საქმე არ იქნება - წერს „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ჩვენი არა მეგობარი ლიეტუვა, რომელსაც ზელენსკის ამერიკის ტურნეზე ხელისმოსაკიდებელი ადგილიც კი არ არგუნეს, უფრო ჭუჭყიანი საქმისთვის მიამაგრეს- დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნების დროს არეულობის ტრენინგებისთვის იყენებს.
„სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ვწერდი, თუ „დიფ სთეითი“ და მის ევროპელი წარმომდგენლები, ტრამპ - პუტინის შეხვედრის შემდეგ ნახავენ რომ მათ მარცხი გარდაუვალია, აუცილებლად საქართველოსკენ წამოწევდნენ თავიანთ ძალისხმევას. როგორც არ უნდა დამთავრდეს ტრამპ - ზელენსკის დღევანდელი შეხვედრა „დიფ სთეითისთვის“ საქართველო დღის წესრიგში რჩება. თუ ზელენსკი რუსეთ - ამერიკის პირობებს დათანხმდა, ხომ დარჩნენ ევროპელი უკრაინის პრეზიდენტის ხელისმომკიდეები ყურებჩამოყრილი, ხოლო თუ არ დათანხმდა მაშინ ამერიკელების გარეშე მოუწევთ რუსეთთან ომის გაგრძელება, რაც არ უნდა იყელყელაონ ეს ადვილი საქმე არ იქნება. ამ დროს კი ჩვენი არა მეგობარი ლიეტუვა, რომელსაც ზელენსკის ამერიკის ტურნეზე, ხელისმოსაკიდებელი ადგილიც კი არ არგუნეს, უფრო ჭუჭყიანი საქმისთვის მიამაგრეს, დიდი ბრიტანეთი მის ტერიტორიას ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნების დროს არეულობის ტრენინგებისთვის იყენებს. საქართველო ხომ ის კერკეტი კაკალი გახდა, რომელიც ვერ გატეხეს, ცოტა კი მეფიქრება თავად არ დაიმტვრიოს ვინმემ კბილები. როგორც ზელენსკის მარცხია გარდაუვალი, როგორც არ უნდა დამთავრდეს მის დღევანდელი შეხვედრა ტრამპთან, ისე ევროპელების უსინდისო მცდელობებია განწირული კრახისთვის საქართველოში. დღეს არ დათანხმდება ზელენსკი პირობებს, ხვალ ძალით აიძულებენ (აბა, გააგრძელოს ომი რუსებთან, მხოლოდ ევროპელების იმედზე), დღეს შეეცდებიან კიდევ ერთ რევოლუციას საქართველოში