დავით ჩიხელიძე: ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი

დავით ჩიხელიძე: ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული, რევოლუციური გზებით ქუჩაში, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც ეხმიანება ოქტომბრის არჩევნებისთვის ლიეტუვაში, ქართველი აქტივისტების გადამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი განცხადებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით. 

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული, რევოლუციური გზებით ქუჩაში, დაპირისპირებით და პროვოკაციებით.

როგორც პრაიმტაიმი“ იუწყება, ლიეტუვაში მიმდინარეობს ქართველი აქტივისტების გადამზადება, რათა არჩევნების შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანა მოხდეს. ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით. მაგალითად, წარსულში მსგავსი მისია აკერმანს და ქართველ ევროკრერინებს ეკისრათ, აკერმანი ატარებდა მსგავს ტრენინგებს, რომლებიც ადგილობრივ აქტივისტებს აძლევდნენ ინსტრუქციებს, როგორ მოეგვარებინათ პოლიტიკური, "კრიზისი" ქუჩის გზით.

დღეს ახალი ლიდერი გამოჩნდა, რომელიც საქართველოში არც ჩამოდის პირიქით, შენ უნდა წახვიდე, ეახლო ბატონებს, უცხოელისგან მიიღო ქვეყნის დანგრევის გეგმა და ამით ბედნიერი, სამშობლოში, უსამშობლო დაბრუნდე...

ასეთი პოლიტიკა არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ხელისუფლების შეცვლა ხდება არჩევნებით არა ქუჩით და არეულობით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ხელს უწყობენ ძლიერი და პროფესიონალური ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც დღეს მზად არიან არ დაუშვან არეულობა და დაიცვან საქართველო.

საკმაოდ სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყანა არა გარედან, უცხოელების მიერ დაწერილი სცენარით, არამედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იმართება." - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Gami სუს-ი რამეს მოიმოქმედებს?
2 საათის უკან