ტრამპი: ზელენსკიმ უნდა დადოს შეთანხმება - რუსეთი ძალიან დიდი ძალაა, უკრაინა კი არა

ტრამპი: ზელენსკიმ უნდა დადოს შეთანხმება - რუსეთი ძალიან დიდი ძალაა, უკრაინა კი არა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა, გაემჟღავნებინა ის ძირითადი უთანხმოებები, რომელიც მას და რუსეთის პრეზიდენტს აქვთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე.

მისი თქმით, ისინი ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ“.

არსებობს ერთი ან ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი, მაგრამ ვფიქრობ, მათი მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკის ჯერია, რომ შედეგს მიაღწიოს“, - დასძინა მან.

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ურჩევს, კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს.

„[ზელენსკიმ] უნდა დადოს შეთანხმება. რუსეთი ძალიან დიდი ძალაა. უკრაინა კი არა“, - აღნიშნა მან.