ტრამპი:

ტრამპი: "ბაიდენმა "ფული ისე გადასცა უკრაინას, თითქოს კანფეტი ყოფილიყო"

დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა არ დათანხმდეს რუსეთთან შეთანხმებას, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "ფული ისე გადასცა უკრაინას, თითქოს კანფეტი ყოფილიყო". დონალდ ტრამპი, უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას გულისხმობდა.

"უკრაინა შესაძლოა არ დათანხმდეს რუსეთთან შეთანხმებას, რადგან ბაიდენმა ფული ისე დაურიგა, თითქოს კანფეტი ყოფილიყო. ევროპამ კი მათ ბევრი ფული მისცა. იცით, ჩვენ 350 მილიარდი დოლარი მივეცით უკრაინას. ევროპამ გაცილებით ნაკლები, მაგრამ მაინც ბევრი მისცა. 100 მილიარდი დოლარი“ - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, "მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინს სურს პრობლემის გადაჭრა და ეს იყო პრობლემა, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“.