როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე შინდისის ბრძოლის გმირის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მათი გადმოსვენება მოხდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ-ის მიერ, მას შემდეგ, რაც ის მეუფეებთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში შევიდა და გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა. უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა.
„2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს, 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კოტროლირებადი კოდორის ხეობაც.
როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე შინდისის ბრძოლის გმირის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებაში მონაწილეობა არ მიიღო და არაერთი ცხედარი ბრძოლის ველზე რჩებოდა. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მათი გადმოსვენება მოხდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ-ის მიერ, მას შემდეგ, რაც ის მეუფეებთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის რეგიონში შევიდა და გარდაცვლილთა ცხედრებს უპატრონა.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა. უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა.“ - განაცხადა წულუკიანმა.