ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
მედიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა ალეკო ელისაშვილზე გამოაცხადა ძებნა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ გადასცემს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამოძიებას ელისაშვილს, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, სხვა ქვეყნებს არ გადასცემს.
„საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე, შეძლებისდაგვარად ტერიტორიის მიღმაც. რაც შეეხება მოქალაქეებს, ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.