სრულად ვიზიარებ, რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპაში თანამედროვე ლიბერალური მიდგომების შესახებ საუბრისას.
„დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა, ადამიანის გაჩუმებისა, ადამიანის გაუქმებისა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თუ დისკუსიიდან. ლიბერალიზმი არის აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს, როგორც ეს ესმოდათ თუნდაც, საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიბერალებს. აბსოლუტურად სხვა არის - ეს არის უბრალოდ ფუტლარი, სახელი, რომლის შიგნითაც სინამდვილეში არის ტერორი, ძალადობა, ზეწოლა, სხვების გაჩუმება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.