შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის ომზე ბევრი დაწერილა, ბევრის გმირობა აღწერილა და ბევრის ბრალეულობაზეც თქმულა - ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას. დიდება სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს!

შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის ომზე ბევრი დაწერილა, ბევრის გმირობა აღწერილა და ბევრის ბრალეულობაზეც თქმულა - ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას. დიდება სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს!

17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაზე მზრუნველი ხელისუფლების მიზანი ვეშაპების ბრძოლის პირობებში გადარჩენა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვაა.

მისი თქმით, ესაა ის უმთავრესი საძირკველი, რასაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იცავს, იცავდა და ყოველთვის დაიცავს.

,, 17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა.

ომი და სისხლისღვრა ყოველ 15 წელიწადში ერთხელ... ომები, რომლებიც წარმოშობენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს და პოლიტიკურ ავანტიურისტებს, რომლებიც, ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ, მზად არიან თავიანთი სამშობლო სხვების სათამაშოდ აქციონ.

2008 წლის ომზე ბევრი დაწერილა, ბევრის გმირობა აღწერილა და ბევრის ბრალეულობაზეც თქმულა. დღეს კი, უკვე მეოთხე წელია, ეს სათქმელი განსაკუთრებულია, რადგანაც 2008 წლის ომს რეგიონში მიმდინარე სისხლისმღვრელი დაპირისპირების ფონზე გვაჩვენებს. უკრაინის ომი და მასთან დაკავშირებული მოვლენები გვაჩვენებს იმ საფრთხის მასშტაბს, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდეს. დიდი სახელმწიფოების ინტერესების არეალში მოხვედრილ ტერიტორიაზე გაჩაღებული სამართლიანი“ თუ ტრადიციული“ ომები ხომ ხშირად გამოიყენება საომარ ლელოდ.

ის რაც კარგად არ ჩანდა 2008 წელს, მთელი სიცხადით გამოჩნდა 2022 წლიდან: უკრაინის ომი დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიული ჭიდილის მორიგ ეპიზოდად იქცა. უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფა, ქვეყნის გაჩანაგება, დემოგრაფიული ტრაგედია და სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და ახლობელია, რადგან ის მოიცავს ყველაფერს, რაც საქართველოს 2008 წლის მმართველებმა, ასე უდიერად და დაუნდობლად გაწირეს.

ქვეყანაზე მზრუნველი ხელისუფლების მიზანი ვეშაპების ბრძოლის პირობებში გადარჩენა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვაა. ესაა ის უმთავრესი საძირკველი, რასაც ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იცავს, იცავდა და ყოველთვის დაიცავს.

მორიგი 15-წლიანი ციკლის დასასრულს, 2022 წელს, შიდა თუ გარე მავნებლების თუ სასარგებლო იდიოტების მცდელობის მიუხედავად, ბეწვზე გადავურჩით ახალ ომში საქართველოს ჩათრევას. ისევ აღმოჩნდა, რომ საქართველოს, ტრადიციული მეომრული სულისკვეთებისა თუ ემოციურობის გამოყენებით, დაკისრებული როლი უნდა შეესრულებინა და საჭადრაკო დაფაზე წაქცეული პაიკის ფუნქცია ეტვირთა. ასე იყო 1993 წელს, ასე მოხდა 2008 წელს.

და ჩაირთო მეგაფონები, თბილისის აეროპორტში სახელმწიფო თვითმფრინავებს მოითხოვდნენ ფრონტზე წასასვლელად გამზადებული მოხალისეები, პარლამენტთან დადგნენ სხვა ქვეყნის დროშაში გახვეული "პატრიოტები", გაისმა მოწოდებები გარედან და შიგნიდან: თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში“, რუსეთი ომს აგებს... შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“, რუსეთის ათი ათასი კაცი რომ გააჩერო აქ, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება“, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობს ამ სირცხვილის წვას...“

ყველა პარტია, ვისაც ეს ქვეყანა მანამდე აურევია და ყველა ენჯეო, ვინც, ამ დღის შემდეგ, ქვეყნის არევაში იქნება ჩართული, ერთი მიზნით გაერთიანდნენ - ჩაეთრიათ საქართველო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე მასშტაბურ დაპირისპირებაში.

ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავარი საფრთხე შიდა მტერია. ჩვენი ისტორიის მანძილზე ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. დაბრმავებული ქართველების ხელით დღესაც ცდილობენ ქვეყნის არევას, დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას და ქაოსის დათესვას, რაც მხოლოდ გარე მტრის ინტერესს ემსახურება.

მათი ხელისუფლებაში დაბრუნების და მოსვლის ერთადერთი მიზანი ფსევდოევროპული ლოზუნგებით სახელმწიფოს განსაცდელში შეყვანაა. ასე შეგვიყვანეს განსაცდელში 2008 წელს და, ღმერთმა დაგვიფაროს, მათ ხელში, იგივე დაგვემუქრებოდა მომავალშიც.

მთავარი, რამაც ბოლო წლებში ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა, არის ის, რომ გარე თუ შიდა მტრებს, ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ. ჩვენ, მაშინ, მშვიდობისთვის ბრძოლის ის ეპიზოდი მოვიგეთ, მაგრამ მშვიდობისთვის ომი, ჯერ კიდევ, მოსაგებია.

ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს კარგად ახსოვს. ისტორია კარგი მასწავლებელია მანამ, სანამ ის ახსოვთ. ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც.

დიდება სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს!” - წერს პაპუაშვილი.

მარბიელი 2008 წლის აგვისტოში საომარი მიქმედებები ცხინვალის მიმართულებით დაიწყო მეცოცხეთა რეჟიმმა; ამის შემდეგ რუსის ჯარი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და დაიწყო ომი!!! ამას ადასტურებს მაშინდელი განცხადებები: სააკაშვილის, ყურაშვილის... ვიდეოჩანაწერები...პარლამენტის დადგენილების, პრეზ-ის განკარგულების (თუ ბრძანების) ტექსტი საომარი მოქმედების ცა;მხრივად შეწყვეტის შესახებ(???) ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა ...ტოველივე ზემოაღნიშნულიტ დასტურდება რომ ეს დაიწყო 8 აგვისტოს!
2 საათის უკან