ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი ორკები", რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისტერიულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები და სახე აქვთ დაკარგული.
„ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი ორკები", რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას. ისტერიულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვთ დაკარგული. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა - ჩვეულებრივი არქიფო სეთურის მრევლი. „ნაცი ტიტუშკები", „ნაცი ორკები" - ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა, ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს. მართლა ტრაგიკულია ამ „ნაცი ორკების" და „ნაცი ტიტუშკების" ქმედება", - განაცხადა პრემიერმა.