ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება

ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება

ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ, ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ორნიშნა შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე და ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში.

ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ამ ადამიანებს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება. დანარჩენზე საზოგადოება მსჯელობს. ყველფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური პარტია ორნიშნა შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს ყველფერი არის მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.