კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ეხმაურება, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ არის გადაღებული.
„აი ერთად-ერთი რაზეც ეს ვაი დიპლომატები ზრუნავენ! ჯგუფური ფოტო სასამართლოს ფონზე! დასტური მათი ერთგულებისა ადამიანის „უფლებისადმი“. სილა გააწნას პოლიციის უფროს! შეურაცხჰყოს ის სახელმწიფო სადაც დიპლომატიურ სამსახურში არიან მოვლენილი! „ევროპული ღირებულებები“!?“ - წერს ხაინდრავა.
https://x.com/PKubernat/status/1951722497428349432