მურმან დუმბაძეს იდეა აქვს არჩევნები სკოლის მოსწავლეებმა ლოტოტრონის პრინციპით ჩაატარონ

მურმან დუმბაძეს იდეა აქვს არჩევნები სკოლის მოსწავლეებმა ლოტოტრონის პრინციპით ჩაატარონ

არჩევნები ლოტოტრონით. ტელეფონის შემდეგ ახალი იდეა გაჩნდა ოპოზიციაში. ავტორი მურმან დუმბაძეა.

მისი თქმით, არჩევნები სკოლის მოსწავლეებმა ლოტოტრონის პრინციპით უნდა ჩაატარონ.

დუმბაძემ ინიციატივაზე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ უმთავრესი მოთხოვნა დროებითი მთავრობის დანიშვნა უნდა იყოს, რომელიც ცესკო-ს ნაწილობრივ დააკომპლექტებს და არჩევნებს ლოტოტრონის პრინციპით ჩაატარებს.

„ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ჩავატარებინოთ არჩევნები მე-10, მე-11, მე-12 კლასელ ბავშვებს ლოტოტრონის პრინციპით, მშვენივრად ჩაატარებენ“, - აცხადებს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე.