ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა, განაცხადა, რომ "ეუთო-ს გუნდში მყოფი კრიმინალები" ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი.
მისივე თქმით, ლიეტუვა, რომელიც იქნება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებითად განწყობილი არ იქნება.
„ვინ არის პასუხისმგებელი იმ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვინ არიან ეს კრიმინალები? ეს კრიმინალები არიან ეუთო-ს გუნდში, სამწუხაროდ, ისინი ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ. არჩევნები არ იყო სამართლიანი და არ იყო თავისუფალი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე,“ - განაცხადა ემანუელის ზინგერისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
მტკიცებულება იმისა, რომ ეუთოში კრიმინალები სხედან - 0 მტკიცებულება იმისა რომ ჩვენი არჩევნები გაყალბდა 0 მთავარია, რომ ამს ეს ასე უნდა!!!
ესაა დემოკრატია? ესაა ევროპა? ესაა ფაშიზმირასაც ამის ბაბუებუ ემსახურებოდნენ; უფრო ადრე კი, როცა ფინეთმა რუსს თავი არ დაუხარა და ეომა, ამის წინაპრები წაიკუზნენ და რუსებს ტყვიის გაუსროლლად დაუწვნენ ... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ბალტიელებმა მიიღეს ფაშისტური საარჩევნო კანონი, რომელიც ლატვიაში ახლაცაა!
გავკარი შენისთანების გვერდით დამდგომს და შენი იმედით რამის წამომწყებს!