გიორგი კახიანი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: როდესაც ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით

გიორგი კახიანი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: როდესაც ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით

როდესაც ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, „საფარის“ მიერ არქივის ნაწილის განადგურებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდეს.

„პირველ რიგში მათ ახსნეს ეს ფაქტი თითქოს იმით, რომ ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რას სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია. იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული. მაგრამ, როდესაც მიუხედავად ამისა, ასეთი არგუმენტით ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით. სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე, როდესაც ინფორმაციის განადგურებაზე არის საუბარი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.