ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება აუცილებელია, რადგან რუსეთი ევროკავშირს ემუქრება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კალასმა რუსეთის მხრიდან მომდინარე მრავალ ჰიბრიდულ შეტევაზე ისაუბრა, მათ შორის, საჰაერო სივრცის დარღვევაზე, ევროკავშირის საზღვრებთან სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, ინფრასტრუქტურაზე შეტევაზე, დანაშაულის ჩადენის მიზნით ბოროტმოქმედების გადაბირებაზე და ასე შემდეგ.
„გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მთლიან ევროკავშირზე მეტი დახარჯა. მიმდინარე წელს რუსეთი თავდაცვაზე ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სოციალურ პოლიტიკაზე ერთად აღებულზე მეტს ხარჯავს. ეს ხანგრძლივი აგრესიის ხანგრძლივი გეგმაა“, - თქვა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინას ევროპის დაცვის პირველი ზღუდე უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია.
„უკრაინისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩემი მეგობრის, ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ციტირებას მოვახდენ: „თუ ჩვენ მომავალში უკრაინას არ დავეხმარებით, ყველას რუსული ენის შესწავლა მოგვიწევს“, - აღნიშნა კალასმა.
და კიდევ, ინგლისურის სწავლა რომ მოუწია, ამის ლოგიკით ეს ნეტავ რას ნიშნავს? თუ კარგი და ცუდი დამპყრობლები არსებობენ, ამისი ჭკუით?!
საქმეც ის არის,რომ ასეთებისთვის არსებობენ და სწორედ ეს არის მონური მენტალიტეტი. კარგი ბატონები მხოლოდ მონებს ჰყავთ.
თავისუფლებისთვის კარგი ბატონის ცნება არ არსებობს.