ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დებატები გაიმართება. ინიციირებულია ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიც პოლიტიკური ჯგუფი „სუვერენული ერების ევროპაა“. ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, არ იქნება მოულოდნელი, რომ ასეთ რეალური რეზოლუციის მომხრეები უმრავლესობაში არ აღმოჩნდნენ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - დიფ სთეითი, იგივე გლობალური ომის პარტია, ჯერჯერობით ძალიან მძლავრი არის, მათ შორის ევროკავშირში, ევროპარლამენტში და ა.შ.
მაგრამ იმედისმომცემი ის არის, რომ ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად აფასებენ იმ სურათს, რომელიც არის საქართველოში. მთავარია, რომ დაწყებულია ამ სამართლიანობისთვის ბრძოლა, მათ შორის ევროპარლამენტში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.