ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ საკუთარი აგენტურის ხელით დაანგრიეს ქვეყნების სუვერენიტეტი და ეკონომიკა, უახლოეს პერიოდში კი თავადვე

ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ საკუთარი აგენტურის ხელით დაანგრიეს ქვეყნების სუვერენიტეტი და ეკონომიკა, უახლოეს პერიოდში კი თავადვე "მკაცრად დაგმობენ" პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ოლიგარქიული ოჯახების, იმავე „დიფ სტეიტის“ გეგმების შესახებ საუბრობს. 

მისი განცხადებით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა, ჯერ საკუთარი აგენტურის ხელით დაანგრიეს ქვეყნების სუვერენიტეტი და ეკონომიკა, უახლოეს პერიოდში კი თავადვე დაგმობენ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს, ყველაფერს მათ გადააბრალებენ და საბოლოოდ, მათ მიერვე დანიშნულ ადამიანს ამართინებენ ქვეყნებს.

„გასულ კვირას გამოვაქვეყნე ვრცელი წერილი, რომელშიც საზოგადოებას არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე "გლობალური ომის პარტიის", იგივე "დიფ სთეითის"  სამომავლო გეგმების შესახებ ვუყვებოდი. საუბარი მქონდა მათი მხრიდან სახელმწიფოების, პოლიტიკური მმართველობის გაუქმებასა და მათ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში კორპორაციული მმართველობის დაკანონებაზე. ასევე დეტალურად ავხსენი, თუ როგორ მივიდნენ ოლიგარქიული ოჯახები ამ მოცემულობამდე. მათ ჯერ საკუთარი აგენტურის ხელით დაანგრიეს ქვეყნების სუვერენიტეტი და ეკონომიკა, უახლოეს პერიოდში კი თავადვე "მკაცრად დაგმობენ" პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას, ყველა პრობლემას მათ გადააბრალებენ და საბოლოო ჯამში,  მათ მიერ ერთპიროვნულად დანიშნულ ადამიანს მოამართინებენ ქვეყნებს. 
ჩემი წერილის შემდეგ აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო ღრმად გააანალიზა ბატონმა დავით ქართველიშვილმა და ახსნა, თუ რა მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს აგენტურის ხელით ევროპის ქვეყნების სულიერ, ეკონომიკურ და ეროვნულ ნგრევას კორპორაციული მმართველობის შემოღებასთან, რაც სწორედ რომ ოლიგარქიული ოჯახების ჰეგემონიის, მათი დიქტატურის ლეგალიზებას ნიშნავს. გასული კვირის განმავლობაში ასევე აქტიურად ვადევნებდი თვალს ქართულ მედიას, სადაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული წერილები და ზოგადად ოლიგარქიული ოჯახების, იგივე "დიფ სთეითის" გეგმა კორპორაციული მმართველობის შემოღების თაობაზე ვრცლად და ინტენსიურად გაშუქდა.“ -  წერს შათირიშვილი.