ირანული მედია: ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა

ირანული მედია: ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, გარდავლილია: გოლამრეზა მეჰრაბი - ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დაზვერვის საკითხებში, და მეჰდი რაბანი - შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე ოპერატიულ ნაწილში.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდასხმის დროს მოკლეს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მოჰამედ ბაყერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის „ხატამ ალ-ანბიას“ მეთაური, გენერალი გოლამალი რაშიდი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ამირ ალი ჰაჯიზადე.