"მთელი ისრაელი ირანული რაკეტების ცეცხლქვეშაა". ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ x-ზე იუწყებიან.
ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იბომბება თელ-ავივი და იერუსალიმი. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭრელად, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებენ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ და თავშესაფრებში დარჩნენ.