საფრანგეთში, სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც უკრაინელები გადაჰყავდა ავარიაში მოჰყვა - არის მსხვერპლი

საფრანგეთში, სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც უკრაინელები გადაჰყავდა ავარიაში მოჰყვა - არის მსხვერპლი

საფრანგეთში, ქალაქ ლე-მანთან სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც უკრაინელები გადაჰყავდა ავარიაში მოხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 4 პირი, დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი, მათგან 11 მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ცნობით, ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება საფრანგეთში უკრაინის ელჩი.