ისრაელი ირანში ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას ორი კვირის განმავლობაში გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა ისრაელის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომელსაც ანონიმურობის დაცვით ესაუბრა, 14-დღიანი პროგნოზი ექსპერტების შეფასებებზეა დაფუძნებული, რამდენადაც ირანის ბირთვული პროგრამისთვის საკმარისი ზიანის მისაყენებლად რამდენიმე დღე საკმარისი არ არის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელი მოქმედებს კომპლექსურად და თეირანის მხრიდან საპასუხო სამხედრო მოქმედებების შესაზღუდად ერთდროულად ხორციელდება დარტყმები როგორც ბირთვულ, ისე სამხედრო ობიექტებსა და ხელმძღვანელობაზე. „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ასეთივე მეთოდი გამოიყენა ისრაელმა 2024 წლის შემოდგომაზე ლიბანში, როდესაც „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბა და მისი ლიდერების ლიკვიდაცია განახორციელა.