საქართველოში ჩამოსულ მერაბ დვალიშვილს აქტივისტები არ ეშვებიან - ამჯერად რომელი მხრიდან უტევენ ქართველ ჩემპიონს?

საქართველოში ჩამოსულ მერაბ დვალიშვილს აქტივისტები არ ეშვებიან - ამჯერად რომელი მხრიდან უტევენ ქართველ ჩემპიონს?

"მას [მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს] „სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი" უხ­სე­ნეს და ვერ გა­ი­გო - ჩვენ დაგ­ვი­ჭი­რეს აქ­ცი­ა­ზე, როცა ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ვი­თხოვ­დით. ჩვენ გვინ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­გო­ბა­რი ევ­რო­პა და ამე­რი­კა იყოს, ის ამე­რი­კა, რო­მე­ლიც შენ ძა­ლი­ან გიყ­ვარს", - ასე მი­მარ­თა აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბულ­მა რეზო კიკ­ნა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, UFC-ის ქარ­თველ მებ­რძოლს, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს.

რო­გორც რეზო კიკ­ნა­ძემ მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ის­ჯე­ბი­ან იმის გამო, რომ არ უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის­კენ მი­დი­ო­დეს.

„მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს მივ­მარ­თავ - მას სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი უხ­სე­ნეს და ვერ გა­ი­გო. ძა­ლი­ან მოკ­ლედ ავუხ­სნი, თუ რა­ტომ ვართ აქ - ჩვენ დაგ­ვი­ჭი­რეს აქ­ცი­ა­ზე, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ვი­თხოვ­დით და კო­ბა­ხი­ძემ თქვა, რომ „სა­ნამ „ოც­ნე­ბა" იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ევ­რო­პას­თან კავ­ში­რი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ გვექ­ნე­ბაო". ჩვენ გვინ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­გო­ბა­რი ევ­რო­პა და ამე­რი­კა იყოს, ის ამე­რი­კა, რო­მე­ლიც შენ ძა­ლი­ან გიყ­ვარს, არ გინ­და, რომ რუ­სე­თის­კენ მივ­დი­ო­დეთ. ამის გამო ვყა­ვართ აქ და ამის გამო გვის­ჯი­ან 5, 6 და 7 წელს", - გა­ნა­ცხა­და რეზო კიკ­ნა­ძემ.