გიორგი კახიანი: თუ გადავავლებთ თვალს გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიის, მრავალი ევროპული სახელმწიფოს გამოცდილებას, იქ შეურაცხმყოფელი მოქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებებია

გიორგი კახიანი: თუ გადავავლებთ თვალს გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიის, მრავალი ევროპული სახელმწიფოს გამოცდილებას, იქ შეურაცხმყოფელი მოქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებებია

თუ გადავავლებთ თვალს გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიის, მრავალი ევროპული სახელმწიფოს გამოცდილებას, იქ შეურაცხმყოფელი მოქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებებია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორც იურისტმა განმარტოს როგორ უნდა გაივლოს ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის და საზოგადოებაშიც დამკვიდრდეს განცდა, რომ საჯარო პირის კრიტიკა საჯარო სივრცეში შესაძლოა გარკვეულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს.

„გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აქ არაფერ შუაშია, რადგან გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და არ გულისხმობს იმას, რომ ამ უფლებით შეიძლება ისარგებლო და სხვისი ღირსება შეურაცხყო. გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რა თქმა უნდა მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს და ეს ჩვეულებრივი ამბავიცაა. როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით არ არის ისეთი მოქმედება, რასაც პასუხისმგებლობა მოჰყვება. ჩვენი კანონმდებლობით საუბარია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე მაშინ, როდესაც თუ გადავავლებთ თვალს გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიის, მრავალი ევროპული სახელმწიფოს გამოცდილებას, იქ შეურაცხმყოფელი მოქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებებია. მცდელობა, რომ ყველაფერ ამას ისეთი სახე მისცენ თითქოს გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ასე არაა“, - აღნიშნა კახიანმა.