გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილე ლაშა ჭელიძესთან და ჩოხატაურის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად დაბა ჩოხატაურისა და სოფელ ბუკისციხის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 849 750 ლარს შეადგენს.